მამუკა ბახტაძე - სკოლამდელი ასაკის განათლება ფაქტობრივად ამოვარდნილია საერთო განათლების სტრატეგიიდან, რაც პრინციპულად მიუღებელია

სკოლამდელი ასაკის განათლება ფაქტობრივად ამოვარდნილია საერთო განათლების სტრატეგიიდან, რაც პრინციპულად მიუღებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ პროფესიული სასწავლებლების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

„ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი ამოცანაა თუ როგორ მოხდა ისე, რომ ჩვენი სკოლამდელი ასაკის განათლება ფაქტობრივად ამოვარდნილია საერთო განათლების სტრატეგიიდან, რაც პრინციპულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სკოლამდელი განათლება და განათლება საშუალო სკოლებში იქნება ის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პროფესიული სასწავლებლების განვითარებას. ესაა პირდაპირ კავშირში საქართველოში ინკლუზიურ ზრდასთან, პირდაპირ არის კავშირში უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებასთან. აქედან გამომდინარე, პროფესიული სასწავლებლების განვითარება უფრო აქტიური რეჟიმით იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა