მამუკა ბახტაძე - ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მისაღები, თუმცა მასში გვაკლია ინკლუზიურობის კომპონენტი

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მისაღები, თუმცა მასში გვაკლია ინკლუზიურობის კომპონენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ამ ყველაფერს დადებითად აფასებენ. “მაკროეკონომიკურ სტატისტიკაში გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა, ასევე ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მისაღები, თუმცა მასში გვაკლია ინკლუზიურობის კომპონენტი, მაგრამ ბუნებრივია უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა, რომ კონკრეტული მაკროეკონომიკური პარამეტრები, ისეთი, როგორიც არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ჩვენი ექსპორტი და შემოსავლები ტურიზმიდან. ეს პარამეტრები მაქსიმალურად ყველაფერი კონტროლდება და რეალურად გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო ბიუჯეტის პარამეტრებში გათვალისწინებული. ძალიან სასიხარულოა ის, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ამ ყველაფერს დადებითად აფასებენ, დღეს ჩვენი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდში ითვლება საუკეთესოდ და როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო იქნება შემდეგი წლების განმავლობაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონში. თუმცა თვითონვე რეკომენდაციების ნაწილია, რომ ამ ზრდაში უფრო უნდა გამოვკვეთოთ ინკლუზიური ზრდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს