მამუკა ბახტაძე გიორგი კანდელაკს - მინისტრი ვიყავი 7 თვის განმავლობაში და შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენჯერ ვიყავი პარლამენტში

მინისტრი ვიყავი 7 თვის განმავლობაში და შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენჯერ ვიყავი პარლამენტში, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეკითხვას პარლამენტში რეგულარულ სიარულთან დაკავშირებით. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ის ძალიან აქტიური იქნება პარლამენტთან მუშაობის პროცესში.

„ბატონო გიორგი, ვფიქრობ, გუშინ ძალიან ფუნდამენტური პასუხი გაგეცით იმ შეკითხვაზე, ვივლი თუ არა მე პარლამენტში. მე მინისტრი ვიყავი 7 თვის განმავლობაში და შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენჯერ ვიყავი პარლამენტში, მათ შორის ჩემი ინიციატივით გამოვთქვი სურვილი, რომ თქვენს პოლიტიკურ გუნდს შევხვედროდი და ჩემი მიზეზით ნამდვილად არ მომხდარა, რომ ამ შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხდა. ეს მიუთითებს ჩემს განწყობაზე, რომ მე ძალიან აქტიური ვიქნები პარლამენტთან მუშაობაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს