მამუკა ბახტაძე - დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს მნიშვნელოვნად გავამარტივებთ

ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. ბახტაძის შეფასებით, დიასპორა უნდა იყოს მთავრობის და ზოგადად მთელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ბოლო ათწლეულებში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა ბევრი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წასულიყო.

„დიასპორის ჩართულობის მხრივ მე რამდენიმე მიმართულება შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ალბათ პირველ რიგში უნდა ვთქვათ ქართული ენის შესწავლის საკითხი. ამ კუთხით ონლაინ გაკვეთილების ჩატარების საკითხი ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც მე პირადად აქტიურად ვიმუშავებ. ამასთან ერთად იცით, რომ ახალი ინიციატივის მიხედვით ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს. რა თქმა უნდა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. მე აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის მექანიზმების შესახებ. ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა ამ ინიციატივებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ამ პორტფელში ქალი მეწარმეებისა და დიასპორის წარმომადგნელების შესაძლებლობების შექმნას, რომ მათ განავითარონ ბიზნესი საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, რაც არსებობს დიასპორაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა