მამუკა ბახტაძე - თუ სესხი არის უზრუნველყოფილი და მსესხებელმა ვერ მოახერხა სესხის გადახდა, კრედიტორს არ უნდა ჰქონდეს უფლება სხვა ქონებაზე გადავიდეს მისი მოთხოვნა

თუ სესხი არის უზრუნველყოფილი, ანუ კონკრეტული ქონებაა ამაში ჩადებული და მსესხებელმა ვერ მოახერხა სესხის გადახდა, ბუნებრივია არ უნდა ჰქონდეს უფლება კრედიტორს სხვა ქონებაზე გადავიდეს მისი მოთხოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში უმრავლესობის წევრი დეპუტატის, დავით მათიკაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საფინანსო სექტორში სამართლიან თამაშის წესებს შეეხებოდა.

„თქვენ იცით ჩემი მოსაზრება ამ ძალიან მწვავე პრობლემასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის წყარო არის რამდენიმე, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის ძალიან უსამართლო წესები, რითაც ხდებოდა ეკონომიკური საქმიანობა ამ სექტორში. ჩვენ წარმოვადგინეთ შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში, რომელიც რამდენიმე პრინციპს ეყრდნობა. პირველი, ნახევრდება სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ის ჩამოდის 50%-ზე, წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის დღიურ ოდენობაზე და ის განისაზღვრება 0,27%-ით, რომელიც დაახლოებით წლიური 98% გამოდის და აღნიშნული ხარჯების საკომისიოები, სანქციების და ნებისმიერი ტიპის ჯარიმის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 150%-ისა.

მნიშვნელოვანია სიახლეა ის, რომ წესდება ლიმიტი სესხის გადაცილებისას მსესხებელზე დაკისრებული ნებისმიერი საკომისიოს პირგასამტეხლოს ან სხვა სახის ფინანსური ხარჯების ჯამურ ოდენობაზე და ის არ უნდა იყოს 1,5-ჯერ მეტი ძირი თანხის, იმ თანხისა, რაც არის დარჩენილი გადასახდელად.

მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ხელს უწყობს ლარიზაციის ღონისძიებებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, რომელიც არღვევდა ამ რეგულაციას და ახალი ინიციატიავა ამას მნიშვნელოვანწილად დაარეგულირებს. ამასთან ერთად, იზღუდება ფიზიკურ პირებზე ე.წ. მევახშეებზე სატრანსპორტო საშუალებების ანუ უძრავი და მოძრავი ქონების ტრანზაქციების გაკეთება. თუ მათ აქვთ ამის სურვილი, შეუძლიათ მოექცნენ რეგულაციაში, რომელიც არის გაწერილი ეროვნული ბანკის მიერ და აწარმოონ ეს საქმიანობა ისე როგორც საჭიროა, გათვალისწინებულია კანონმდებლობით, დაცულია მომხმარებლის უფლებები და ინტერესები.

ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციაა ასევე ის, რომ თუ სესხი არის უზრუნველყოფილი, ანუ კონკრეტული ქონებაა ამაში ჩადებული, თუ მსესხებელმა ვერ მოახერხა სესხის გადახდა, ბუნებრივია არ უნდა ქონდეს უფლება კრედიტორს სხვა ქონებაზე გადავიდეს მისი მოთხოვნა, ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო და არასამართლიანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა