მამუკა ბახტაძე - არსებული საბაჟო და საგადასახადო კოდექსი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ეკონომიკას აქვს

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არსებული საბაჟო და საგადასახადო კოდექსი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ეკონომიკას აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, მასში არ არის ასახული ის თანამედროვე ეკონომიკური სექტორები, რომლებიც განვითარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

„მე სასიცოცხლოდ მიმაჩნია დავამუშაოთ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი ღია რეჟიმში, კერძო სექტორთან ერთად. ვფიქრობ, რომ ახალმა საბაჟო და საგადასახადო კოდექსმა უნდა უზრუნველყოს სწორედ იმ გეგმების და ჩავარდნების აღმოფხვრა, რაც რეალურად გვაქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბახტაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა