გორში რვა სკვერის მოწყობა-რეაბილტაცია მიმდინარეობს

გორში რვა სკვერის მოწყობა-რეაბილტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა - 2 სკვერი), სუხიშვილის (2 სკვერი), ყიფიანის, ტყვიავის, კაჩინსკისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების მოწყობა - რეაბილიტაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

ხელშეკრულებების მიხედვით სამი სკვერის: ტვიავის, კაჩინსკისა და სუხიშვილის ქუჩებზე, კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს, ხოლო ხუთი სკვერის: ვოლოგდის დასახლება, სუხიშვილის, სტალინის და ყიფიანის ქუჩებზე, ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა), სტალინის №5-ისა და სუხიშვილის ქუჩების მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, პროექტების მიხედვით სავალ ბილიკებზე იგება დეკორატიული ფილები, მონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათება და ეწყობა მწვანე საფარი.

სკვერების მოწყობა - რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 136 028 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს