გიორგი გახარია - შს სამინისტროსთვის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა “ბასიანით“ არ დაწყებულა და არც დამთავრდება - როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება, დახურული სივრცეები არ იარსებებს

როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება, შს სამინისტროსთვის დახურული სივრცეები არ იარსებებს - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ყველა სახის ნარკოტიკთან ბრძოლა იყოს ეფექტური, - აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

გახარიას ინფორმაციით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ამოღებულია 13 კგ ჰეროინი, 7-ათასი აბი მეტადონი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა “ბასიანით“ არ დაწყებულა და “ბასიანით“ არც დამთავრდება. შს სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები, როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკთან ბრძოლა იყოს ეფექტური. ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ტრანსსასაზღვრო პრობლემა, ამიტომ საერთაშორისო პარტნიორები ბევრს გვეხმარებიან ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტთან, განსაკუთრებით ახალი ნარკოტიკების გამოჩენის ნაწილში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გახარია: "ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა „ბასიანით“ და არც დამთავრდება"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა