გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - თეა წულუკიანს თუ აქცევთ სახედ, ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს, თუმცა ძვირი დაგიჯდებათ

მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს თუ აქცევთ სახედ, ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს, თუმცა ძვირი ფასი დაგიჯდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„გუშინ კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანმა გენიალური ფრაზა თქვა: გახსოვდეთ, რომ ჩემი მთავარი მიღწევაა, რომ ყოფილი მთავრობის წევრები ვეღარ აკონტროლებენ სასამართლოსო. ამ გენიალურ პასაჟზე ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენელს მკვირცხლად მიეგო: ეგ ჩვენთანაც ეგრეაო. ყველა დიქტატურაში ყოფილი მთავრობა კი არ აკონტროლებს, მოქმედი აკონტროლებს. მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ამ ფიგურას თუ აქცევთ სახედ (დღეს ის არის „ქართული ოცნების“ სახე - ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი), ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს. თუმცა ძვირი ფასი დაგიჯდებათ, თუ გენდომებათ, რომ ის იყოს თქვენი სახე და განასახიერებდეს თქვენს დამოკიდებულებას სასამართლოს, მართლმსაჯულების, წარსულის, მომავლის და აწმყოს მიმართ“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო: ბოკერია ბახტაძეს: "თეა წულუკიანს თუ აქცევთ სახედ, ძვირი დაგიჯდებათ"

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო