მამუკა ბახტაძე - შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

„პირველ კვარტალში დაახლოებით 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბიზნესსექტორში. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციის მაჩვენებელი. რეგიონებს შორის სამწუხაროდ არსებობს ასიმეტრია და ამ კუთხით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია არის საკმაოდ დადებითი და ამას ხელი უნდა შევუწყოთ.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, შარშან იყო ისტორიული მაქსიმუმი საქართვლოსთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამით კმაყოფილი უნდა იყოს. რაც შეეხება პირველ კვარტალს, აქ მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი. პირველი - “ბი პი”-ს ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა და მეორე - ადგილობრივმა რეზიდენტმა კომპანიამ იყიდა არარეზიდენტი კომპანია. ეს იყო ძალიან მსხვილი ტრანზაქცია, კომერციულ დეტალებში არ შევალ, ალბათ ყველამ იცის ამ ტრანზაქციის შესახებ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა