მამუკა ბახტაძე - აღებული საგარეო ვალი ხმარდება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებმაც უნდა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოს ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა

აღებული საგარეო ვალი ხმარდება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებმაც უნდა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოს ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება სამთავრობო ვალს, ჩვენ ამ პარამეტრს ვაკონტროლებთ ძალიან პრინციპულ რეჟიმში და ის პირველი კვარტლის ბოლოსთვის არის დაახლოებით 42%. თქვენ თუ წაიკითხეთ ჩვენი პროგრამა, იქ მოცემულია ძალიან მნიშვნელოვანი შეფასების ინდიკატორი - ჩვენ განვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. და არ განვახორციელებთ არც ერთ რეფორმას, რომელმაც შეიძლება ის დააზიანოს. ეს არის ჩვენი მიდგომა. აქედან გამომდიანრე, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ეს პარამეტრი - 42% და ჩამოვწიოთ 6-7 პუნქტით. ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის ვალი, რომლის აღებაც ხდება, ხმარდება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებმაც უნდა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოს ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა. რა თქმა უნდა, ერთი ლარი არ უნდა მიდიოდეს ამ შემთხვევაში მიმდინარე ხარჯებზე და გარწმუნებთ, რომ ეს ასეა“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა