თემაზე: „სასტუმროების მართვა“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

21 და 22 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრი (www.c4ibs.com) სასტუმრო „ბილტმორში“ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს თემაზე: „სასტუმროების მართვა“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს იმ მექანიზმებს, რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საინვესტიციო გარემოს შესახებ სასტუმროს ბიზნესის განვითარებისთვის.

ორდღიან ღონისძიებაზე პრეზენტაციებს ჩაატარებენ მსოფლიო ბრენდული სასტუმროების, მათ შორის „ჰილტონის“, „მარიოტის“, სასტუმროების ჯგუფ „ლუვრის“, „ვინდჰემის“, „ბესტ ვესტერნ ინთერნეიშენელის“ და სასტუმროების ქსელ „აკორის“ აღმოსავლეთ ევროპის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების და საქართველოს რეგიონალური ხელმძღვანელები.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივები, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტურობის გასაზრდელად.

ერთ-ერთი სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის სფეროში.

ღონისძიება განკუთვნილია სასტუმროს მენეჯერებისთვის, მფლობელებისთვის, დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელებისთვის და კონსულტანტებისთვის. მასში მონაწილეობას მიიღებს 60 - მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი.

„შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 47 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 130 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1300 ოთახს და 1300-ზე მეტ სამუშაო ადგილს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა