მეუფე იაკობის წინააღმდეგ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა ხვალიდან დაიწყება

მეუფე იაკობის წინააღმდეგ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა სასამართლოში ხვალიდან დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლო მის სარჩელს ხვალ არსებითად განიხილავს. რამიშვილი მეუფე იაკობს იმ განცხადების გამო უჩივის, რომელიც მეუფემ ერთ-ერთ ეთერში გააკეთა და მიხეილ რამიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეში, რომელზეც ის ოჯახის ადვოკატად გამოდიოდა, ჩანერგილ აგენტად მოიხსენია.

ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლე მხარეებს სასამართლო განხილვის გარეშე მორიგებას შესთავაზებს, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, ის არანაირ მორიგებას არ დათანხმდება. სარჩელით მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობისგან განცხადების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც რამიშვილი ამბობს, ის კონკრეტულ თანხას, თუ რამდენს მოითხოვს ზიანის ასანაზღაურებლად, ხვალ დაასახელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა