ეკა ბესელია - დღეს კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით - რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული?

დღეს კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით - რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ?!, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“, რითაც მამუკა ბახტაძის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხულ 20 000 ლარის საკითხს გამოეხმაურა.

„საზოგადოება 2012 წლის ბოლომდე იყოფოდა ასე - მოძალადეები და მსხვერპლი. კომიკურ სიტუაციაში ხართ. თქვენ ახლა ეუბნებით და პასუხს სთხოვთ მამუკა ბახტაძეს, რატომ გადაირიცხა ეს 20 000 ლარი? 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება რომ გააკეთა, 2 დღეში ჩამოართვით მოქალაქეობა. მის სასამართლო პროცესზე მე და შალვა თადუმაძე რომ გამოვდიოდით, შეგვიყვანეთ სასამართლო დარბაზში, სადაც 3 ადამიანი თუ დაეტეოდა. კანონები გააუქმეთ და შეცვალეთ, „ქართუ ბანკი“ დააყადაღეთ. ისე ამოატრიალეთ სამართლებრივი სივრცე, ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდებოდა ასე. დღეს, კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით - რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ? ან რომელი საზოგადოების სახელით ლაპარაკობთ? 9 წლიდან ჯერ თქვენ გამოდით და შემდეგ შეგვახსენეთ ჩვენ, რომ უნდა გამოვიდეთ“, - განაცხადა ბესელიამ.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს