მამუკა მდინარაძე - ნიკანორ მელიამ ილაპარაკა რაღაცები, მიედო-მოედო და შეეცადა, რომ საზოგადოებას გამოეტანა დასკვნა, თითქოს მამუკა ბახტაძემ აუდიტის სამსახური „საქართველოს რკინიგზაში“ არ შეუშვა

ნიკანორ მელიამ ილაპარაკა რაღაცები, მიედო-მოედო და შეეცადა, რომ საზოგადოებას გამოეტანა დასკვნა, თითქოს მამუკა ბახტაძემ აუდიტის სამსახური „საქართველოს რკინიგზაში“ არ შეუშვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, მან მოიძია მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურს „საქართველოს რკინიგზა“ ბახტაძის მმართველობის დროს შემოწმებული ჰყავს.

„ბატონო რომან, თქვენმა ახლად გამოჩეკილმა ლიდერმა ნიკანორ მელიამ საზოგადოებას აუწყა, რომ მამუკა ბახტაძემ არ შეუშვა აუდიტი, როდესაც რკინიგზას ხელმძღვანელობდა. ილაპარაკა რაღაცები, სასამართლოც ახსენა, მიედო-მოედო და შეეცადა, რომ საზოგადოებას გამოეტანა ისეთი დასკვნა, თითქოს ამ უწყებაში ვერ შევიდა აუდიტის სამსახური. მე მოვიძიე მასალები და გამოდის, რომ თურმე შეუმოწმებიათ და თქვენ მორიგ ჯერზე ბინძურად იტყუებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობისთვის 20 000 ლარის გადარიცხვას, მისივე თქმით, ეს მამუკა ბახტაძის დისკრედიტაციის მცდელობაა. „ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში, შავი ფული საარჩევნოდ გადააპრავეთ და შემდეგ, ვის მონაცემებსაც ტექნიკურად იყენებდით, იმათ სთხოვთ პასუხს და ერთ-ერთი მათგანი არის მამუკა ბახტაძეც. თქვენ ზუსტად იცით, რომ ადამიანის დისკრედიტაციისთვის თქვენ თვითონვე კარგად გამოდგებით, მაგრამ არ გამოგივათ. მამუკა ბახტაძე ერთ-ერთია იმ ათობით თუ ათასობით ადამიანს შორის, ვისი მონაცემებიც გამოიყენეთ“, - მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“ მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა