ხარკოვის მერის მოადგილე აქტივისტებმა ნაგვის ურნაში ჩააგდეს

აქტივისტებმა ხარკოვის მერის მოადგილე ანდრეი რუდენკო კერნესი სანაგვე ურნაში ჩააგდეს. ამის შესახებ გამოცემა „NewsRoom“ იუწყება.აქტივისტებმა ჩინოვნიკი ხარკოვის საქალაქო საბჭოს შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან დაიჭირეს, როდესაც მან შენობა დატოვა. აქტივისტებს შორის იყვნენ „ეროვნული კორპუსის“ წარმომადგენლებიც. მათ რუდენკოს ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. როდესაც მერის მოადგილემ ურნიდან ამოსვლა მოახერხა, მას წასვლის საშუალება მისცეს.

გამოცემის ინფორმაციით, მერია პოლიციის მიერ არის გარეშემორტყმული. დილით ქალაქის საბჭოში მამაკაცმა მუნიციპალური დაცვის ნიშნიანი სამოსით აქტივისტების მისამართით გაზი გააფრქვია. სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებმა შენობიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს