ნიკოლოზ გაგუა - მცირე მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გაწერილია წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში

მცირე მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გაწერილია წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ მცირე მთავრობის კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა.

„მცირე მთავრობის კონცეფცია არის ერთ-ერთი საყრდენი იმ პროგრამისა, რომელიც წარდგენილია. მცირე მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გაწერილია წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში. ჩვენ წარმოვადგინეთ ე.წ. რაოდენობრივი მაჩვენებლები, მათ შორის, ხელფასის დონე, ხელფასის ჯამური მოცულობა სამთავრობო სექტორის მოცულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3,9%-ს მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ეს არის ჩვენი გეგმა შემდგომი წლის ბიუჯეტისათვის და ეს არის ის მაჩვეენებლი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში იქნება ყველაზე დაბალი. ეს არის ერთ-ერთი ციფრობრივი ინდიკატორი მცირე მთავრობისა, თუმცა, სამთავრობო პროგრამაში გაწერილია ძალიან ბევრი ის ნაბიჯი, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მცირე მთავრობის იდეა. ეს კონცეფცია ითვალისწინებს არა მხოლოდ სიმცირეს, არამედ მოქნილობას, ოპერატიულობასა და ეფექტიანობას”, - განაცხადა გაგუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო