ირაკლი კოვზანაძე - ახალი მთავრობა კიდევ უფრო გააღრმავებს რეფორმებს

მთავრობის გუნდისთვის ნდობის გამოსაცხადებლად მნიშვნელოვანია, ვინ იქნებიან მისი წევრები, მათი კვალიფიკაცია და მენეჯერული თვისებები, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატის გეგმები, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრემიერმინისტრობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამის - ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“- ეკონომიკურ ნაწილზე, რომელიც მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობას, დასაქმების რაოდენობრივ და ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ინიციატივებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებს, ასევე ლარიზაციის პროგრამის გაგრძელებას ითვალისწინებს.

„ის ინიციატივები, რომლებსაც ბატონი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე ახორციელებდა, მაგალითად, მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, ასევე დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას 5-დღიან ვადაში, ნათელი მაგალითია იმისა, რომ მას შეუძლია იდეების გენერირება და იმპლემენტაცია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ინტერესით ელოდება ცვლილებებს სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით; ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის იდეა „მცირე მთავრობის“ შესახებ, მისთვის მისაღებია.

„მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ, როცა ხაზი გაუსვით მთავარ მიზანს - სამინისტროების არა მექანიკურ, ანუ, რაოდენობრივ შემცირებას, არამედ მთავრობის წილის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში. თუმცა, ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნება. მცირე, მოქნილი, ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი მთავრობა - სწორედ ეს არის, რაც დღეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ახალი მთავრობა რეფორმებს კიდევ უფრო გააღრმავებს. ამ მიმართულებებით თქვენ ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის გექნებათ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა