ლევან დავითაშვილი სერგო რატიანს - ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუის გავრცელებაში ყოვლად აღმაშფოთებელია

ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუის გავრცელებაში ყოვლად აღმაშფოთებელია, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანის განცხადებას.

ლევან დავითაშვილის თქმით, მისი და სამინისტროს პოზიცია RMG – სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ, მკაცრი და პრინციპულია.

„ჩვენი სამინისტროს სიცრუეში დადანაშაულება არის აღმაშფოთებელი. კონკრეტულად ერთ–ერთ საბადოზე, რომელზეც დღეს დეპუტატი სერგო რატიანი საუბრობდა, კერძოდ, ბნელიხევის ტერიტორიაზე, უნდა აღინიშნოს, რომ სამთო–მოპოვების ლიცენზია გაცემულია მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს – 2011 წელს, რომლის თანახმად, კომპანიას კანონმდებლობის დაცვით შეუძლია აწარმოოს საქმიანობა. აქვე განვამარტავ, რომ საქმიანობის წარმოება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი კანონით გათვალისწინებულ პირობებს დააკმაყოფილებს. კომპანიამ უნდა მოიპოვოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ასევე, უნდა მოხდეს შეფასება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ RMG – სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ გვქონდა და გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია. ამ დროს კი სპეკულირება, თითქოს ჩვენ ვართ არაპრინციპულები – ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღიშნულ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა