მამუკა ბახტაძე - ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით

მინდა დავადასტურო აქტიური მუშაობის მზადყოფნა პარლამენტთან - ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით, - ამ განცხადებით პარლამენტის წევრებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტში კომუნიკაციის კუთხით, თითოეული რეფორმის განხილვისას არა მხოლოდ პარლამენტთან და პატივცემულ დეპუტატებთან, არამედ საზოგდაოებასთან. ზოგადად, ეს არის ჩვენი მუშაობის პრინციპი. რეფორმა, რომელიც არის წარმოდგენილი, იმ მუშაობის შედეგია, რომელიც კერძო სექტორთან გავწიეთ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რა გზით ვაპირებთ ჩვენ ინსტიტუტების განვითარებას და განმტკიეცბას. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო აქტიური მუშაობის მზადყოფნა პარლამენტთან, მით უმეტეს, რომ ასეთი საინტერესო მოქალაქეები არიან წარმოდგენილნი, დაჯილდოებული სხვადასხვა ნიჭით, მათ შორის განსაკუთრებული ნიჭითაც და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბევრის გამოსვლაში“, - მიმართა დეპუტატებს ბახტაძემ.

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა