ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძე იქნება ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს

ჩვენს ქვეყანას ეყოლება ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღე შეაჯამა და აღნიშნა, რომ დღის მთავარი მოვლენა მამუკა ბახტაძისთვის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ნდობის გამოცხადება იყო.

„დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა იყო მამუკა ბახტაძისთვის ნდობის გამოცხადება პრემიერმინისტრის პოზიციაზე და მე მოხარული ვარ, რომ ამ პოზიციას იკავებს ღირსეული ადამიანი. ღირსეული პრემიერმინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ გადავდივართ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და მე მინდა, ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა