მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ ძალიან საინტერესო კადრებთან და მიღებული გვაქვს თანხმობები

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კადრებისგან, - ამის შესახებ საქართველოს ახალდამტკიცებულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მან პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 11 სამინისტროზე მეტი საჭირო არაა. „პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვაპირებთ, საქართველოში განვახორციელოთ ინტენსიური რეფორმები. ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილია მცირე მთავრობის კონცეფცია, შესაბამისად, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ, იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია, რაც გულისხმობს სამინისტრო ერთეულების 11 სამინისტრომდე დაყვანას, რომ მე საშუალება მომეცეს უმოკლეს ვადაში, დაახლოებით 3 კვირაში წარმოვადგინო უკვე განახლებული კაბინეტი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩემთან ერთად იმ პროგრამის შესრულებაზე, რაც წარმოვადგინეთ.

ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში იხილავთ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ჩემი მხრიდან კანდიდატების დღეს დასახელება არასწორი იქნება. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები”, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზრდება პენსია 20 ლარით და 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ასევე 20 ლარით. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კადრებისგან. საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად განვახორციელოთ რეფორმები, წარმატებული ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკის და ყველა იმ სფეროში, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ ვართ ერთიანი პოლიტიკური გუნდი და გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთიანად, საკმაოდ ფართო კონსულტაციების შედეგად. ბუნებრივია, გაერთიანებები იქნება ორგანული, გათვალისწინებული იქნება ყველა სამინისტროს სპეციფიკა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ უფრო გამართული სტრუქტურები და ერთეულები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტურობას, მოქნილობას და რაც მთავარია - ოპერატიულობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ მომენტამდე, როდესაც ამ გადაწყეტილების თანმდევი სიკეთე მიდის მოქალაქემდე. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზრდება პენსია 20 ლარით და 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ასევე 20 ლარით, ანუ ორი წლის განმავლობაში გაიზრდება 40 ლარით”, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა