დავით ზალკალიანი - არანაირ დემარკაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, კატეგორიულად მიუღებელია ეს ტერმინი

ყველანაირი ბარიერი უნდა გაიხსნას იმისთვის, რომ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სიკეთეებზე, - ამის შესახებ საგარეო სამეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისიის შექმნაზე.

“პირველ რიგში ვიტყვი, რომ კატეგორიულად მიუღებელია ტერმინ დემარკაციის გამოყენება, არანაირ დემარკაციაზე საუბარი არ არსებობს, ეს არის ნონსენსი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევა და ჩვენ პირიქით, ყველა შეხვედრაზე ძალიან მწვავედ, კატეგორიულად ვაყენებთ მიუღებლობას მავთულხლართების გავლების, ადამიანების გატაცების და ამ საკითხზე მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ჟენევის თანათავმჯდომარეებთან”, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ბარიერების აგების ნაცვლად, უნდა გაიხსნას ყველანაირი გზა, იმისათვის, რომ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა იმ სიკეთეებზე, რაც გააჩნია საქართველოს დარჩენილ, მთლიან მოსახლეობას.

“ამ ადამიანებს ჩვენ ვთავაზობთ იმ პროცესებს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით, განათლებაზე წვდომის კუთხით. ეს შეთავაზება არის ვალიდური მხოლოდ იმ პირობებში, როცა იქნება ყველანაირი ბარიერი აღებული და არანაირ დემარკაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, კატეგორიულად მიუღებელია ეს ტერმინი”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა