მამუკა მდინარაძე - ნიკანორ მელიამ ილაპარაკა რაღაცები, მიედო-მოედო და შეეცადა, რომ საზოგადოებას გამოეტანა დასკვნა, თითქოს მამუკა ბახტაძემ აუდიტის სამსახური „საქართველოს რკინიგზაში“ არ შეუშვა

ნიკანორ მელიამ ილაპარაკა რაღაცები, მიედო-მოედო და შეეცადა, რომ საზოგადოებას გამოეტანა დასკვნა, თითქოს მამუკა ბახტაძემ აუდიტის სამსახური „საქართველოს რკინიგზაში“ არ შეუშვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, მან მოიძია მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურს „საქართველოს რკინიგზა“ ბახტაძის მმართველობის დროს შემოწმებული ჰყავს.

„ბატონო რომან, თქვენმა ახლად გამოჩეკილმა ლიდერმა ნიკანორ მელიამ საზოგადოებას აუწყა, რომ მამუკა ბახტაძემ არ შეუშვა აუდიტი, როდესაც რკინიგზას ხელმძღვანელობდა. ილაპარაკა რაღაცები, სასამართლოც ახსენა, მიედო-მოედო და შეეცადა, რომ საზოგადოებას გამოეტანა ისეთი დასკვნა, თითქოს ამ უწყებაში ვერ შევიდა აუდიტის სამსახური. მე მოვიძიე მასალები და გამოდის, რომ თურმე შეუმოწმებიათ და თქვენ მორიგ ჯერზე ბინძურად იტყუებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობისთვის 20 000 ლარის გადარიცხვას, მისივე თქმით, ეს მამუკა ბახტაძის დისკრედიტაციის მცდელობაა. „ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში, შავი ფული საარჩევნოდ გადააპრავეთ და შემდეგ, ვის მონაცემებსაც ტექნიკურად იყენებდით, იმათ სთხოვთ პასუხს და ერთ-ერთი მათგანი არის მამუკა ბახტაძეც. თქვენ ზუსტად იცით, რომ ადამიანის დისკრედიტაციისთვის თქვენ თვითონვე კარგად გამოდგებით, მაგრამ არ გამოგივათ. მამუკა ბახტაძე ერთ-ერთია იმ ათობით თუ ათასობით ადამიანს შორის, ვისი მონაცემებიც გამოიყენეთ“, - მიმართა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ .

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს