საქართველოს პრეზიდენტი 6 ქვეყნის პირველ პირთან ერთად ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრება

პრეზიდენტი და პირველი ლედი, ესტონეთის პრეზიდენტის მიწვევით, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი ტალინსა და ტარტუში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთის, ისლანდიის პირველ პირთან ერთად დაესწრება.

სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი პირისპირ შეხვდება კერსტი კალიულაიდის.

ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს ესტონეთის პრემიერმინისტრ იური რატასთანაც. განსახილველ საკითხებს შორისაა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა, ნატო - ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები, უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა.

გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლებს.

ქვეყნის პირველი პირი ესტონელ კოლეგასთან ერთად სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქ ტარტუში, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, პირველ ლედის და დელეგაციის წევრებს ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, ქალაქის მერი უმასპინძლებს, გაიმართემა შეხვედრები ტარტუს მერიაში, უნივერსიტეტში, სამეცნიერო ცენტრსა და მუზეუმში.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა, 6 ქვეყნის ლიდერთან ერთად დაესწრება „გაუდეამუსს“ - ბალტიის ქვეყნების ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.

23 ივნისს კი ტალინში საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო