მეუფე იაკობის წინააღმდეგ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა დღეს დაიწყება

მეუფე იაკობის წინააღმდეგ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა სასამართლოში დღეიდან დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლო მის სარჩელს დღეს არსებითად განიხილავს. რამიშვილი მეუფე იაკობს იმ განცხადების გამო უჩივის, რომელიც მეუფემ ერთ-ერთ ეთერში გააკეთა და მიხეილ რამიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეში, რომელზეც ის ოჯახის ადვოკატად გამოდიოდა, ჩანერგილ აგენტად მოიხსენია.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მხარეებს სასამართლო განხილვის გარეშე მორიგებას შესთავაზებს, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, ის არანაირ მორიგებას არ დათანხმდება. სარჩელით მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობისგან განცხადების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც რამიშვილი ამბობს, ის კონკრეტულ თანხას, თუ რამდენს მოითხოვს ზიანის ასანაზღაურებლად, დღეს დაასახელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა