სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით, სამგორის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით, დღეს სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 21 ივნისს, 23:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოს №39, №40, №41, №42, №43, №43ა, №43ბ, №51, №51ა, №51ბ, კალოუბნის №22, №24დ. 2, №26დ. 3, №28დ. 4, №30დ. 5, №32ა, №33, №34, №35, №36, №38, №10-1ს/დ, ვარკეთილის III მასივის №1, №3, №9, №10, კვარტლების ( 10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი) III მასივის დ-1, დ-6, დ-7, დ-8, 6-ვ. №97 (III მასივის VI კვარტალი, კორპუსი № 9 ), გახოკიძის ქუჩის №6, შუამთის ქუჩის ,,ა“ და ,,ბ“, ქიზიყის ქუჩის №3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეეზღუდება №210 ბაგა-ბაღს, №108 საჯარო სკოლას, მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლეს, შპს ,,თეგეტა მოტორსს“, შპს ,,იფქლი 1“-ს, საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება პარასკევს, 22 ივნისს 09:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათზე.

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, - აცხადებენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო