კონკურსის “მწვანე ჯილდო” გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასტუმროში Tbilisi Marriott კონკურსის “მწვანე ჯილდო” გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს.

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების წახალისების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, თბილისის 30 საბავშვო ბაღის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 15 საუკეთესო კონკურსის მეორე ტურისათვის შეირჩა.

კონკურსის სამი გამარჯვებული, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ ორი ეტაპის ქულების დაჯამების შედეგად გამოავლინა.

მესამე ადგილი 162-ე საბავშვო ბაღის მეთოდისტმა მარიკა ებიტაშვილმა დაიკავა. მეორე ადგილი მე-5 საბავშვო ბაღის მეთოდისტმა ნინო სადუნიშვილმა, ხოლო “მწვანე ჯილდოს” მფლობელი 85-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელი ლელა ტყემალაძე გახდა.

კონკურსის მიზანს იმ აღმზრდელ-მეთოდისტების წახალისება წარმოადგენდა, რომლებიც 2016 წლიდან მოყოლებული სწავლებაში აქტიურად იყენებენ “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე. აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა. სახელმძღვანელო წარმატებით დაინერგა ქ. თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაღში.

კონკურსი, რომელშიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის ბაღები მონაწილეობდნენ, სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვის შემდეგ მასშტაბურ სახეს მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა