დეკანოზი მიქაელი - მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება

მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელება პატრიარქის პრეროგატივაა და მისი ამ თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არანაირად არ დადგება.

„უფრო მეტიც, შესაძლოა, მოსაყდრის უფლებები ამ სხდომაზე პატრიარქის მიერ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი საკითხი პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დანიშვნის კანონიერება იქნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა