ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები „მეორე სახლის“ თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებენ

ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები „მეორე სახლის“ თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდიდან აცნობეს, ამას ითვალისწინებს ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც ფონდის ცენტრალურ ოფისში გაფორმდა. მას ხელი ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა და თეატრ „მეორე სახლის“ ხელმძღვანელმა როლანდ ქარდავამ მოაწერეს.

„ეს არის შესანიშნავი საბავშვო თეატრი, სადაც მოზარდები ეზიარებიან თეატრალურ ხელოვნებას და ამიტომ მოხარული ვარ, რომ ჩვენს აღსაზრდელებსაც ეძლევათ შანსი არა მარტო პერიოდულად დაესწრონ სპექტაკლებს, არამედ საკუთარი ნიჭიც გამოავლინონ“, - აღნიშნა ელენე პოლიშუკმა.

როლანდ ქარდავას თქმით, „მეორე სახლი“ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს, რომლის შემოსავალი მთლიანად გადაერიცხება ფონდის ბენეფიციარებს. ეს უკვე მეორე თეატრია, რომელთანაც ჩერნოვეცკის ფონდმა მემორანდუმი გააფორმა. მარტში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ფონდსა და გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრს შორის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო