მიხეილ ჯანელიძე მამუკა ბახტაძეს პრემიერად დანიშვნას, ხოლო დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მამუკა ბახტაძეს პრემიერად დანიშვნას, ხოლო დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.

„ბატონ მამუკა ბახტაძეს ვულოცავ გამოცხადებულ ნდობას პრემიერ - მინისტრის პოსტზე და ვუსურვებ წარმატებებს ძალიან საინტერესო პროგრამის განხორციელებაში ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ!

ვულოცავ ბატონ დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებას. ჩვენ არაერთი წარმატებისთვის მიგვიღწევია ერთად მუშაობისას. ის არის პროფესიონალი დიპლომატი და ძალიან კარგი კოლეგა და ვუსურვებ დიდ წარმატებებს, როგორც მინისტრს!“, - წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გუშინ გამოუცხადა. მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

ამასთან, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო