გიორგი კანდელაკი - მარია ზახაროვას განცხადება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და საქართველოს საკითხი საერთაშორისო უმაღლეს დონეზე აღარ განიხილება

მარია ზახაროვას განცხადება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე აღარ განიხილება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

,,როცა ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი გაქებს, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შედეგად, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე - დასავლეთსა და რუსეთს შორის, როცა შეერთებული შტატების თუ მსოფლიო ლიდერები შეხვდებიან პუტინს, საქართველოს საკითხი აღარ წამოიჭრება", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გუშინ, ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნელ-ნელა უმჯობესდება.

„როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოთქვა დაინტერესება იმაში, რომ რუსეთთან ურთიერთობები იმ ღრმა კრიზისიდან გამოეყვანა, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილმა ჩააგდო, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი, რომელმაც გასული წლების განმავლობაში ყველასათვის ნაცნობი პოზიტიური შედეგი მოიტანა“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო