ბიოლოგიის ახალი სტანდარტის დანერგვის მოდელირებაზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), განმახორციელებელი პარტნიორის, ასოციაციის „თანადგომა“ ჩართულობით, VII-IX კლასის ბიოლოგიის ახალ სტანდარტზე დაფუძნებით მოდელირებული გაკვეთილები ჩაატარა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი სამ საჯარო სკოლაში განხორციელდა (ქ. თბილისის №54 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის №150 საჯარო სკოლა, ქ. საგარეჯოს №1 საჯარო სკოლა). პროექტის მონაწილე ბიოლოგიის პედაგოგებმა 12 გაკვეთილი ჩაატარეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ასოციაცია „თანადგომის“ წარმომადგენლები აღნიშნულ პროცესში, მონიტორინგს ახორციელებდნენ.

მოდელირებული გაკვეთილების პროექტის მიზანი იყო ბიოლოგიაში (VII-IX კლასი), ახალი სტანდარტით განსაზღვრული, ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული საკითხების წარმატებული დანერგვის ხელშეწყობა, სათანადოდ წარმოჩენა, სწავლების პროცესზე დაკვირვება, ეფექტური სწავლების შესაძლებლობის უკეთ განსაზღვრა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე, პროექტში ჩართულმა მხარეებმა წარმოადგინეს განხორციელებული აქტივობები, შეჯამდა მიღწეული შედეგები და ხაზი გაესვა ასეთი ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ეფექტურობას ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით დანერგვის პროცესში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს