ADB-ის გენერალურმა დირექტორმა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი დაათვალიერა

აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა ქუთაისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ კაციასთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ეკატერინე გალდავასთან ერთად, ბანკის მიერ დაფინანსებული წყალმომარაგების მშენებარე ობიექტი დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, უცხოური დელეგაცია ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო და სამუშოების პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.

ADB-ის მხარდაჭერით, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად 92 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოებს კორპუსების შიდა ქსელებისა და რამდენიმე დასახლების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაემატა, რამაც მშენებლობის ვადები გაზარდა.

ინფრასტრქუტურული სამუშაოები მომავალი წლის აპრილში დასრულდება, რაც ქუთაისში საბოლოოდ გადაჭრის სასმელი წყლის პრობლემას და ქალაქის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე შენდება - სამი ახალი რეზერვუარი და სამი სატუმბი სადგური. ასევე, მიმდინარეობს შიდა გამანაწილებელი ქსელისა და მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, წყლის რაციონალურად მოხმარების მიზნით, კომპანია კორპუსებში მცხოვრებ 15 000 აბონენტისთვის მრიცხველების დაყენებას უზრუნველყოფს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა