გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა

გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, BAMF-ის სტატისტიკით, თუ 2018 წლის აპრილში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 700-მდე ქართველმა მოითხოვა, მაისში ეს რიცხვი 176-მდე შემცირდა.

რაც შეეხება მთლიანად 2018 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკას, BAMF-ის ინფორმაციით, 5 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 263-მა მოქალაქემ მოითხოვა, (იანვარ-აპრილში 2 087) რაც მთლიანი მაჩვენებლის 3,3%-ს შეადგენს.

ამასთან, 5 თვის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი 68 368 უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი 17 587 იყო სირიის მოქალაქე; 6 900 - ერაყის მოქალაქე; 4794 - ნიგერიის მოქალაქე. ათეულში ასევე შედიან ავღანეთი - 4 210 მოქალაქე; ირანის ისლამური რესპუბლიკა - 3 598 მოქალაქე; თურქეთი - 3 191 მოქალაქე; სომალი - 2 470 მოქალაქე და ა.შ.

იხილეთ სტატია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა