თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამით ივლისის ბოლოდან იმოძრავებს

თბილისში, ღამით, მუნიციპალური ტრანსპორტი ივლისის ბოლოდან იმოძრავებს, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც გვარჯალაძე ამბობს, პროექტზე მომუშავე ჯგუფის იდეაა, ტრანსპორტმა 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრაოს.

„ჩვენი ინიციატივაა, რომ ტრანსპორტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იმოძრაოს ქალაქში - ბოლო წერტილები რომ იყოს მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული ლოჯისტიკის შექმნა. უდავოა, რომ ტურისტული კერები უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს - მაგალითად, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თავისუფლების მოედანი. შემდეგ გვინდა რომ სანაპიროს გაუყვეს ეს მარშრუტი, აბანოთუბანში და ავლაბარში გაიაროს. მეტრო „ავლაბართან“ იქნება ერთ-ერთი ჰაბი; ამის შემდეგ დავუკავშირდეთ ვარკეთილს. იდეაა, რომ ტრანსპორტის ჩართვა მოხდეს იმ პერიოდში, როდესაც მეტრო აღარ იმუშავებს - 00:00-დან დილის 06:00 საათამდე მონაკვეთში“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

როგორც „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ხელმძღვანელი განმარტავს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს კვლევა და ტრანსპორტის ღამით მოძრაობა ივლისის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

„არ გვინდა სეზონი გამოვტოვოთ. ივლისის ბოლოს მაინც უნდა გვქონდეს გადაწყვეტილება მიღებული და დაიწყოს ტრანსპორტმა მოძრაობა და ოქტომბრამდე მაინც უნდა იმოძრაოს. ამასთანავე, ერთია სეზონი და მეორეა, კვირის რა დღეებში უნდა იმოძრაოს ტრანსპორტმა ღამით. როცა არ არის მოძრაობა, მოთხოვნა, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ იქნება დიდმა ავტობუსმა იმოძრაოს. ამიტომ თავიდან მხოლოდ პარასკევი, შაბათი და კვირით შემოვიფარგლებით“, - განაცხადა გვარჯალაძემ და დასძინა, რომ ღამით ტრანსპორტი ნახევარსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა