სოფო კილაძე - ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს

მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.

კილაძის თქმით, ის თუ როგორ აფასებს ევროსასამართლო ამ კონკრეტულ საქმეს, იმ გადაწყვეტილების შემდეგ გამოჩნდება, რომელსაც სასამართლო მიიღებს. დეპუტატის შეფასებით, ის რომ მუხთარლის საქმეში კითხვები არსებობს და გამოძიება ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის, ეს ცალსახაა.

"ჩვენ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან. ქართულ მხარეს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ დაკითხონ აფგან მუხთარლი, ანუ დაკითხონ მსხვერპლი, რომელიც დღესდღეობით აზერბაიჯანშია დაკავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექმნება შეფერხებები, რომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გავატაროთ. ეს ბუნებრივია, არ არის კარგი, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა ზომა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებში არის, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სიმართლე დადგინდეს", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ამასთან, მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვით მიმართა. მისივე თქმით, ქვეყნებს სასამართლოსთვის პასუხების გასაცემად ვადა 31 ივლისამდე განესაზღვრათ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო