თბილისის მერია გლდანის განვითარებას გეგმავს

თბილისის მერია „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, გლდანის რაიონის განვითარებას გეგმავს, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც გვარჯალაძე ამბობს, რაიონს განვითარების პოტენციალი აქვს.

„გლდანში არის ობიექტები, რომლებიც ღამეც მუშაობენ, თუმცა, კვების ობიექტები უმეტეს შემთხვევაში საშაურმეებია. ერთადერთი კულტურული დაწესებულება ახმეტელის სახელობის თეატრია, მაგრამ ამ რაიონს აქვს განვითარების პოტენციალი - რამდენიმე ადგილზე დარჩენილია ძველი ამფითეატრები. არის საშუალება, რომ მაგალითად, შევიდეს მოძრავი კონოთეატრი და ღია ცის ქვეშ ვაჩვენოთ ძველი, კლასიკური კინოფილმები, რომელსაც მაღალი სალიცენზიო გადასახადი არ სჭირდება. ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ სტრატეგიაშიც.

ჩვენი რეკომენდაცია ასევე იქნება, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და უნიკალური ტიპის ღონისძიებები განვავითაროთ, რომელიც არა მარტო თბილისისთვისაა უნიკალური, საერთაშორისო დონეზეც პოზიციონირებადი იქნება. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევეცადოთ დეცენტრალიზაცია მოხდეს და გარეუბნებიც საინტერესო და აქტიური გავხადოთ“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა