მეუფე ზოსიმე - დიდი ხანია სინოდის სხდომა არ შემდგარა, ალბათ, დაგროვდა ეკლესიაში საკითხები და ამაზე იქნება მსჯელობა

უკვე დიდი ხანია სინოდის სხდომა არ შემდგარა, ალბათ, საკითხები დაგროვდა ეკლესიაში და ამაზე იქნება მსჯელობა, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე განუცხადა.

მეუფის განმარტებით, წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები მისთვის უცნობია.

კითხვაზე, დაუშვა თუ არა პატრიარქმა შეცდომა თანამოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელებასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში“.

ამასთან, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ დღეს ადამიანებს ეკლესიისგან სულიერი ნუგეში სჭირდება.

„მე მგონია, დღეს ადამიანებს სჭირდება სულიერი ნუგეში, რაც უფრო მეტ ნუგეშს მისცემს ეკლესია ხალხს, მით უფრო მშვიდობიანი ცხოვრება იქნება. ამ მიზანს მოემსახურება ალბათ დღევანდელი სხდომა“, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომაზე დასასწრებად მღვდელმთავრები უკვე შევიდნენ. ისინი ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ მათთვის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა