გლდანში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „ბერეტას“ სისტემის აირის პისტოლეტის მუქარით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარისთვის თანხის წართმევას ცდილობდა, რაც ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულმა ასევე აღიარა მის მიერ 2 დღის წინ მუხიანში სადღეღამისო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი, რა დროსაც სავაჭრო ობიექტიდან იმავე იარაღის მუქარით 200 ლარი გაიტაცა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს