ქართული რესტორნები, შესაძლოა, ცოცხალი მუსიკის დაკვრისთვის ლიცენზირებას დაექვემდებაროს

ქართული რესტორნები, შესაძლოა, ცოცხალი მუსიკის დაკვრისთვის ლიცენზირებას დაექვემდებარონ, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც გვარჯალაძე ამბობს, ქალაქის ისტორიულ უბნებში არის რამდენიმე კერა, სადაც მოსახლეობას, ამავდროულად, მცირე სასტუმროებს და ჰოსტელებს ხმაურის გამო სერიოზული პრობლემები ექმნება.

„1-ელი ივლისიდან ხმაურის მონიტორინგი ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში გადადის. გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები ხმაურთან დაკავშირებით, რადგან აკუსტიკური დანაგვიანების თემა თან სდევს ღამის ეკონომიკას ყველა ქვეყანაში. დაახლოებით, ერთი თვის წინ აკუსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო თბილისში ჩამოსული, მასთან ერთად დავაკვირდით კრიტიკულ ადგილებს სამი ღამის განმავლობაში. პირველი რეკომენდაციაა, რომ რესტორნებმა მუსიკის ხმას უნდა ჩაუწიონ, ხმამაღალი მუსიკა აფრთხობს კლიენტებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არის ადგილები, ღია კაფეები, სადაც ერთგან უკრავს დიჯეი, მეორეგან ცოცხალი მუსიკა.

ქალაქის ისტორიულ უბნებში გვაქვს რამდენიმე კერა, სადაც მოსახლეობას, ამავდროულად, მცირე სასტუმროებს და ჰოსტელებს ექმნება სერიოზული პრობლემები. არსებობს საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა რეგულირდებოდეს. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში არსებობს ცოცხალი მუსიკის ლიცენზია ანუ ყველა რესტორანი ვერ იღებს ამ ლიცენზიას თუ სათავსო აკუსტიკურად შესაბამისად იზოლირებული არ არის“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა