საქალაქო სასამართლო - ზვიად დევდარიანისა და მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადება, “სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვასთან“ დაკავშირებით, არის სიცრუე

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ზვიად დევდარიანისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებული განცხადება, “სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვასთან“ დაკავშირებით სიცრუეა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

“ზვიად დევდარიანისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებული განცხადება, “სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვასთან“ დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მხარეთა მიერ ვარაუდის საფუძველზე გავრცელებული ინფორმაცია და სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, ხელს უშლის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას.

ზვიად დევდარიანისა და მისი რწმუნებულის განცხადებების ქვეტექსტი, თითქოს სასამართლომ არაოფიციალურად, უკანონოდ და დარღვევით გასცა ინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული დეზინფორმაცია. სასამართლოს მხრიდან ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს განმცხადებლებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, სასამართლოს მოხელის მხრიდან კონკრეტული გადაცდომის შესახებ ინფორმაციის არსებობისას, მიმართონ შესაბამის ორგანოს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს