გიგი წერეთელმა ეუთო-ს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ელჩებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის განსახილველ თემებს საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო რეფორმების მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების არსებული მდგომარეობა წარმოადგენდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო და ეუთო აქტიურად თანამშრომლობენ, რასაც მოწმობს ორგანიზაციის მიერ მიღებული არაერთი რეზოლუცია.

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის კრიზისი, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრობლემატიკა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებიც მიმოიხილეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, გიგი წერეთელმა ეუთო-ს დიპლომატებს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე ინფორმაცია მიაწოდა და ბერლინში, 7-11 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, აღნიშნული რეზოლუციის მიღების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საქართველოს თემატიკასთან ერთად, შეხვედრაზე მხარეები ეუთო-ს პრიორიტეტებს, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ადამიანის უფლებების საკითხს და ეკონომიკურ განზომილებებსაც შეეხნენ.

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საქართველოში მყოფი ეუთო-ს 30-მდე ელჩი, შეხვედრის დასრულების შემდეგ გორის რაიონის, სოფელ სობისში გაემგზავრნენ. უცხოელი დიპლომატები ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან და ეუთო-ს მიერ დაფინანსებულ, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დაათვალიერებენ“, - ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო