კახაბერ გვანცელაძე - 17 სექტებრამდე, წესით, ყველა საბავშვო ბაღის ფანჯარა უსაფრთხოების ბადეებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს

17 სექტებრამდე, წესით, ყველა საბავშვო ბაღის ფანჯარა უსაფრთხოების ბადეებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, - ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ნორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 17 სექტემბერს ბაღები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ სააღმზრდელო პროცესს.

„ბავშვთა უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ეს არის მულტისექტორული თემა. პირველი - ეს გახლავთ შენობების კონსტრუქციული მდგრადობა და ამ მხრივ მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად. მეორე - გახლავთ სახანძრო უსაფრთხოება, სადაც ახალი ტექნოლოგიებით სამისამართო დეტექტორებს ვაყენებთ. ეს გულისხმობს კვამლის დეტექტორებს, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მალე მოვახდინოთ რეაგირება. გარდა ამისა, ვარემონტებთ სახანძრო კიბეებსაც. მესამე - გახლავთ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მოთხოვნები, რამეთუ მიზანშეწონილი არ არის შენობაში იყოს გაზქურები. ეს გარკვეული აირების დაგროვებას იწვევს და საფრთხის შემცველია. აქედან გამომდინარე, 12 ბაღში გაზქურებს ელექტროქურებით ვცვლით“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ბადეები სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც მან აღნიშნა, ყველა ბაღის მეორე სართულზე, სადაც ფანჯრებია, ბადეები დამონტაჟდება.

„ამასთანავე მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და ამაზე სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 17 სექტემბერს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ სააღმზრდელო პროცესს“, - აღნიშნა გვანცელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო