კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, პრევენციული ღონისძიებები ტარდება

კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება აჭარისწყალისა და შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს ალურათი დაავადებული ბზის სპეციალური ხსნარით დამუშავება მოხდა.

მათივე ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, ამ ეტაპზე 15 ჰექტარი ტერიტორიის შეწამვლა მოხდება.

მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიამ შეიძინა სპეციალური პრეპარატები. მუნიციპალიტეტის სოფლებში წამლობითი ღონისძიებების გატარება 2 კვირის წინ დაიწყო. ალურა - ეს არის დაავადება, რომლის შედეგად მრავალწლიანი ნარგავებს ესევა მავნებლები.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის