ზაზა სარალიძე - ჩვენ ვითანამშრომლებთ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა სრულად ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ რა დარღვევებია მკვლელობის საქმეში

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ სამართლებრივი გზებით მივაღწიოთ ჭეშმარიტებას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზაზა სარალიძის თქმით, მათ დიპლომატებს საქმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი თანადგომის იმედი აქვს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინიციატივით და ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩვენ შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ სამართლებრივი გზებით მივაღწიოთ ჭეშმარიტებას. საუბარი იყო საქმის დეტალებზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა სრულად ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ რა დარღვევებია საქმეში, რატომ არ არის სრულად გამოძიებული და რატომ არ არიან დაკავებული მკვლელები და ის პირები, ვინც ამ საქმის გაყალბებას შეეცადა. შეუძლიათ რამდენიმე სიტყვა შეგვაწიონ და მიმართონ ხელისუფლებას რომ დაუყოვნებლივ წარმართონ სწორი გამოძიება და არა ისე როგორც ამას დღეს შსს აკეთებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებაც.

შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და ის მედიისთვის დახურული იყო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა