ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხვალ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს

ხვალ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც დაღუპული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს მოუსმენენ.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 10:00 საათისთვის დაიშნა, ზაზა სარალიძეს, დავით დადუნაშვილს და მათ ადვოკატებს: - ნესტან ლონდარიძესა და ხათუნა მაღლაკელიძეს ელიან.

კომისიის წევრი დეპუტატები ამ დრომდე განაგრძობენ საქმეში არსებული მასალების შესწავლას.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სიაში არიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები, გამომძიებელ-პროკურორები, ექსპერტები, 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელები, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი და სხვა პირები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო