იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი 21-22 ივნისს, მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები ციფრული ეკონომიკის სფეროში ექვსი პარტნიორული ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ციფრულ საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად. 21 ივნისს ევროკომისრები ბელარუსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის მინისტრს სერგეი პოპკოვს შეხვდებიან და განიხილავენ ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გზებს, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მდგრადობის სფეროში, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებენ პლენარულ სხდომაში ფართოზოლოვანი კავშირის ხელშეწყობის და რეგიონში როუმინგის ტარიფების მოგვარების საკითხებზე.

22 ივნისს კი, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება საქმის ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საგარეო ინვესტირების გეგმა. ის ასევე ექნება ორმხრივ შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მინისტრებთან მაკეისა და პოპკოვთან; ევროკომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეკონომიკის და ციფრული ეკონომიკის სექტორებიდან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს