ადვოკატი - დიპლომატების ინტერესი იყო, რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე

დიპლომატების ინტერესი იყო, თუ რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმეზე, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, მათ დიპლომატების ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

"ვინაიდან საქმის მიმართ დიდი ინტერესი იყო, გადავწყვიტეთ შევხვედროდით დიპლომატიურ კორპუსს და მიგვეწოდებინა ინფორმაცია. მათი ინტერესი იყო, თუ რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა საქმეზე. ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაზეც მტკიცებულებები გაგვაჩნდა“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ იყო ორგანიზებული. შესაბამისად, შეხვედრას აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები - უჩა ნანუაშვილი და ალეკო ცქიტიშვილიც ესწრებოდნენ.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, კითხვები ეხებოდა ასევე ადეკვატურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

"ჩვენ სამწუხაროდ დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რეაგირება არის ადეკვატური. დარღვევები სამწუხაროდ დღემდე არსებობს და ამ ფონზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს