ირანში, 1979 წლის შემდეგ, ქალებს საფეხბურთო სტადიონზე შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ

ირანში, 1979 წელს ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ქალებს საფეხბურთო სტადიონზე შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ. მათ მამაკაცებთან ერთად თეირანში, აზადის სტადიონზე თვალყური ადევნეს რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართული ირანისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის ტრანსლაციას.

სტადიონზე შესვლა ირანში ქალებს 1979 წელს აეკრძალათ, როდესაც ქვეყანაში ისლამურმა რევოლუციამ გაიმარჯვა და ქალებს შარიათის ყველა წესის დაცვა ევალებათ.

აღსანიშნავია, რომ სტადიონზე ქალები ჯერ კიდევ 15 ივნისს, ირანი-მაროკოს მატჩის დროს უნდა შეეშვათ, თუმცა ბოლო მომენტში ხელისუფლებამ ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ტრანსლაცია გააუქმა და მატჩი მხოლოდ კინოთეატრებში აჩვენეს.

შეძლებენ თუ არა მომავალში ირანელი ქალები უშუალოდ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებას, ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს